საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნამდვილად არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა

საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნამდვილად არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა და ამას გამოხატავს, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის კითხვას.

კითხვა ეხებოდა გერმანიის ახალ აღმოსავლურ პოლიტიკას, რომლის შესახებაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.

„რაც შეეხება გერმანიის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპული მიმართულებით, ჩემი აზრით, ეს არ არის ახალი ორიენტაცია.

ჰაიკო მაასმა მხოლოდდამხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთთან კარგი ურთიერთობა, ის არის ევროკავშირის მეზობელი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მაგრამ საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა უკრაინასთან ერთად, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა და ამას გამოხატავს.

ჩვენ უკვე გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, დავდეთ ასოცირებისდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. უახლესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ დავგეგმავთ იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას სამომავლოდ. ასევე, ადმიანებს შორის ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, პროფესიული განათლების მიღება, პროფესიული საქმიანობა, დასაქმება და ლეგალური გზების გამოძებნა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ბევრი ჩამოვიდა საქართველოდან, როგორც თავშესაფრის მაძიებელი. ეს, ბუნებრივია, არ არის ჩვენი მიზანია, ჩვენ უნდა ვნახოთ ლეგალური გზები იმისთვის, რათა გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები, ასეთი რამ არსებობს. ეს უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშითხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება
შემდეგი სტატიამერკელის შეშფოთების საგანია, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება