თეთრი სახლიდან გაგდებულ ჟურნალისტს სასამართლომ აკრედიტაცია დაუბრუნა

სასამართლომ თეთრი სახლის აკრედიტაცია დაუბრუნა “სიენენის” ჟურნალისტ ჯიმ აკოსტეს, რომელიც საპრეზიდენტო შეხვედრებიდან დონალდ ტრამპთან მომხდარი უსიამოვნების გამო გარიცხეს. ფედერალურმა მოსამართლემ ტიმოტი კელიმ პარასკევს თეთრი სახლი დაავალდებულა ჟურნალისტზე საშვი გასცეს. “ჩვენ კმაყოფილები ვართ. ეს დიდი დღეა ჟურნალისტიკაში” – ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა მედიას განუცხადა.

ამერიკულმა მედიაკომპანიამ CNN დონალდ ტრამპისა და მისი რამდენიმე თანაშემწის წინააღმდეგ ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – 13 ნოემბერს კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.
სარჩელში ნათქვამი იყო, რომ მედიაკომპანიის ჟურნალისტის ჯიმ აკოსტასთვის თეთრ სახლში აკრედიტაციის ჩამორთმევა აშშ-ს კონსტიტუციის პირველ და მეხუთე შესწორებას ეწინააღმდეგება. სარჩელი შეტანილია აშშ-ს პრეზიდენტის, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის ჯონ კელის, პრეს-მდივან სარა სანდერსის და სხვების წინააღმდეგ. “სიენენი” ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვდა – ამერიკულმა მედიამ დაწერა.

7 ნოემბერს თეთრმა სახლმა აკრედიტაცია შეუჩერა “სიენენის” მთავარ კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას. პრეს-კონფერენციის შემდეგ, სადაც მან ტრამპი გააღიზიანა თავისი შეკითხვებით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს თანამშრომლისადმი “ხელით შეხებაში” დასდო ბრალი. ტელეკომპანია “სიენენმა” განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტისადმი გამოთქმული პრეტენზია სიმართლეს არ შეესაბამება. თეთრ სახლში პრეს-კონფერენციის დროს სტაჟიორმა თანამშრომელმა ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამორთმევა დააპირა. ჟურნალისტმა მას მიკროფონი არ მისცა და ლაპარაკი განაგრძო. შემთხვევის შემდეგ დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორესპონდენტს აკრედიტაცია შეუჩერდა და მას არ შეუძლია თეთრ სახლში მისვლა იმის გამო, რომ “ახალგაზრდა ქალს, რომელიც უბრალოდ საკუთარ საქმეს ასრულებდა, ხელით შეეხო”.
პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერში ჩანს, აკოსტამ ხელი აუქნია ქალს, რომელიც მას ლაპარაკში ხელს უშლიდა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს “უხეში, საშინელი ადამიანი” უწოდა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა “სიენენს” “ხალხის მტერი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკიევში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება
შემდეგი სტატიაVolkswagen-ი 2023 წლამდე ელექტრომობილებში 44 მილიარდს ჩადებს