Volkswagen-ი 2023 წლამდე ელექტრომობილებში 44 მილიარდს ჩადებს

გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen-ი უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ელექტრომობილების შექმნაში, თვითმართვად მანქანებსა და გაციფრულებაში 44 მილიარდ ევროს ჩადებს – 16 ნოემბერს კონცერნის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც Reuters-ი წერს, ეს თანხა დაახლოებით ერთი მესამედია კომპანიის მიერ დაგეგმილი ხარჯებიდან იგივე მონაკვეთში.
კომპანიის მიმდინარე ხუთწლიანი გეგმისთვის 34 მილიარდი ევრო იყო გამოყოფილი – “დოიჩე ველე” წერს. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ბლუმმა დაადასტურა, რომ კონცერნის სამი ქარხანა – ჰანოვერში, ცვიკაუსა და ემდენში გადაიარაღდება და ელექტრომობილების გამოსაშვებად მომზადდება. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ქარხნებიც აშენდება.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლიდან გაგდებულ ჟურნალისტს სასამართლომ აკრედიტაცია დაუბრუნა
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ