კიევში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება

17 ნოემბერს უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ ფორუმი გაიმართება, რომელშიც უკრაინის 14 საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ორგანიზაციის რიგითი წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

“გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს.

“ფორუმზე განხილული იქნება რეგიონების ქართულ სათვისტომოებში ბოლო დროს არსებული სიტუაცია, კერძოდ, “ორკაციანი“ ე.წ. „ქართული დიასპორული“ ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რომელიც სწორედ რომ თითო-ოროლა კაცის პირად თუ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებიან და არა საზოგადოებრივ ინტერესებს, ხელს უწყობენ ქართველების დაქსაქსულობას. განხილული იქნება ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში არსებული გარკვეული ქართული „საცეკვაო ანსამბლების“ ხელმძღვანელთა არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის საკითხი, რაც იწვევს ქართული ცკვისა და სიმღერის უხეშად დამახინჯებას.

გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონებში ჩატარებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე, ქართული დიასპორის როლსა და სამშობლოში მიმდინარე პროცესების, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ”, – აცხადებს შამუგია.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ 28 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საკითხს, დიასპორის წარმომადგენლები მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

ფორუმი 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება და მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში?! არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი
შემდეგი სტატიათეთრი სახლიდან გაგდებულ ჟურნალისტს სასამართლომ აკრედიტაცია დაუბრუნა