თენგიზ ცერცვაზე: ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა პიკი იყოს არა მარტში

„არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, დამერწმუნეთ, არავინ იცის. არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს, პირველი ნოემბერ-დეკემბერში იყო, აღწევს თებერვალ-მარტში და აპრილიდან ის ხდება მილევადი, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ეს მოხდა, ხომ ძალიან კარგი, თუმცა კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები თუ გამოამჟღავნა, ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში, ივლისში და ასე შემდეგ“,- აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობები ორი კვირის ვადით გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიაანა ჯაბაური: უახლოეს მომავალში ცოტნე გამსახურდიას ევროპის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა იგეგმება