ანა ჯაბაური: უახლოეს მომავალში ცოტნე გამსახურდიას ევროპის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა იგეგმება

კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში ცოტნე გამსახჯურდიას მეუღლე წერს.

ანა ჯაბური წერს, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები და ცოტნე გამსახურდიამ აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები

„შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერ-ჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება“ – წერს ანა ჯაბური.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაზე: ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა პიკი იყოს არა მარტში
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია – დღეს ჩატარებული ათი ტესტიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია