თბილისში, ნიკორას 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მარკეტ ნიკორას 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე ცნობით, ეს შემთხვევები 2 სექტემბერს გამოვლენილ 38 ახალ ინფიცირებულს შორის არიან.

“მათ დაუყოვნებლივ გაატარეს უსაფრთხოების ზომები, შეცვალეს იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო დონას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც დაფიქსირდა