ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

region
ავტ.: region სექტემბერი 2, 2020 16:25

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში არსებულ სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

„სასტუმრო ოაზისში ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კოტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ერთი წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, ინფექცია დადასტურდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 2, 2020 16:25