თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ სქართველოს პირველი არხის ეთერში კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას სამი შეემატა.

ჯამში, ქვეყნის მასშტაბით განკურნებულთა რიცხვი 41-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო სომხეთიდან ჩამოსული პირია, ხოლო დანარჩენი სამი ეროვნულ ბანკს უკავშირდება
შემდეგი სტატიამარნეულიდან შემოყვანილ 62 წლის ქალბატონს ხვალ ჩაუტარდება განმეორებითი ტესტი და კლინიკას რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს