მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო სომხეთიდან ჩამოსული პირია, ხოლო დანარჩენი სამი ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო სომხეთიდან ჩამოსული პირია, ხოლო დანარჩენი სამი ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

ეზუგბაიას თქმით, ოთხივე ახალი შემთხვევა მათ ცენტრშია დადასტურებული.

„ჩვენს ცენტრში ჩატარდა 15 პაციენტთან ტესტირება და ამ 15-დან ოთხთან მივიღეთ დადებითი. ამ ეტაპზე 174 პაციენტია დადასტურებული. ამ ოთხი პაციენტის წყარო არის სხვადასხვა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს. დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკის შემთხვევა. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არ არის ამ ეტაპზე მძიმე, სტაბილურია და გამოკვლევების შედეგად შეიძლება შეფასდეს მათი ზოგადი მდგომარეობა“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა