ერთი ქალბატონი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა 19 წლის მამაკაცის დანით თავდასხმისას, ლონდონის ცენტრში. პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. ისინი მის ფსიქ-ფაქტორზე მიუთითებენ, თუმცა, ტერორიზმსაც არ გამორიცხავენ.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ექვსი დაჭრილი დახვდა. ერთი ქალი, რომელიც 60 წლის იყო, მოგვიანებით გარდაიცვალა. დაშავებულები არიან 2 ქალი და სამი მამაკაცი – მათ სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აქვთ მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გუშინ ლონდონის მერმა და პოლიციის უფროსმა საპატრულო პოლიციას 600 შეიარაღებული სამართალდამცველი დაამატეს ლონდონის ქუჩებში წესრიგის დასაცავად.