ლალი ფაფიაშვილი : ჩემი და ჩემი ახლობლების მიმართ ზეწოლა არ ყოფილა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლეებს, ლალი ფაფიაშვილს, ზაზა თავაძესა და ოთარ სიჭინავას დღეს შეხვდებიან.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით, თუ შეხვედრაზე ზეწოლის ფაქტებზე იქნება საუბარი, ის პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მოსამართლე აცხადებს, რომ მასზე და მის ახლობლებზე ზეწოლა არ ყოფილა.

“იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი დაისმება, ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით. რაც იყო ის ვთქვით ადრეც. მე სხვის სახელით ვერ ვისაუბრებთ, ჩემთან მიმართებით და ჩემი ახლობლების მიმართ გარე მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა”, – განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) სოხუმში წყალდიდობაა
შემდეგი სტატიათავდასხმა ლონდონში