ავღანეთში ტურისტების ჯგუფს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

ავრანეთში ტურისტების ჯგუფს თავს დაესხნენ - არიან დაშავებულები

4ავღანეთში, გერატის პროვინციაში, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს, ტურისტების ჯგუფს თავს დაესხნენ.
ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თავდასხმა “თალიბანმა” განახორციელა. ტერორისტულ დაჯგუფებას, ჯერჯერობით, არ აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.
ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად ექვს დაჭრილზე საუბრობს -წერს “ფრანს პრესი”. მათ შორის ხუთი ტურისტია და ერთი ავღანელი გიდი.
მედიის ცნობით, ტურისტებს სამხედროები აცილებდნენ.
ჩინური გაზეთი People’s Daily 10 გარდაცვლილზე და 5 დაჭრილზე იტყობინება, თუმცა, ინცორმაცია არ დასტურდება.
ტურისტების წარმომავლობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება -წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა ლონდონში
შემდეგი სტატიანარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში