თალიბები მოსკოვში სამშვიდობო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ჰანიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია რუსეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ავღანეთში სიტუაციის სამშვიდობო დარეგულირების საკითხს ეხება, დელეგაცია გააგზავნოს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ნოემბერს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში, ქაბულის გარდა, ისლამისტური დაჯგუფება “ტალიბანი” მიიღებს მონაწილეობას – “დოიჩე ველე” წერს.
ავღანათთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრა მოსკოვში 9 ნოემბერს არის დაგეგმილი. რუსეთმა 12 ქვეყანა დაპატიჟა, მათ შორის, ინდოეთი, ირანი, ჩინეთი, პაკისტანი და აშშ.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში კაციჭამია ვეფხვი მოკლეს
შემდეგი სტატიაირანი მზად არის რუსული თვითმფრინავები SSJ 100 იყიდოს