ირანი მზად არის რუსული თვითმფრინავები SSJ 100 იყიდოს

ირანი მზად არის რუსული სამგზავრო თვითმფრინავები SSJ 100 იყიდოს – შაბათს, 3 ნოემბერს Iran Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარზანე შახრაფბაფმა განაცხადა. მისი თქმით, ავიაკომპანია სამგზავრო ავიაგადამზიდის შესყიდვის ვარიანტებს განიხილავს არა აშშ-ში და არა ევროპაში.

Sukhoi Superjet 100 პირველი სამგზავრო თვითმფრინავია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნა რუსეთმა. მის კონსტრუქციაში გამოყენებულია ამერიკული, ბრიტანული, გერმანული, ფრანგული და შვეიცარიული ავიაკომპანიების გამოგონებები. ყველაზე მეტი SSJ 100 რუსულ ავიაკომპანია “აეროფლოტს” ყავს.
2018 წლის თებერვალში “რუსავიამ” თვითმფრინავებზე აღმოაჩინა ტექნკური ხარვეზი, რომელიც ავიაგადამზიდს სიჩქარის აგნვითარებისას ემართება. 2018 წლის აგვისტოში რუსულმა ავიაკომპანია “იაკუტიამ” განაცხადა, რომ თვითმფრიანვებზე უარის თქმის საკითხს განიხილავს “კრიტიკული პრობლემების გამო” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშითალიბები მოსკოვში სამშვიდობო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატიავარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნება