ინდოეთში კაციჭამია ვეფხვი მოკლეს

ინდოეთის მახარაშტრას შტატში მოკლეს კაციჭამია ვეფხვი, რომელზეც ორი წელი უშედეგოდ ნადირობდნენ. ვეფხვის სახელი იყო Т-1. გასულ თვეს გარეული ცხოველის ტყიდან გამოტყუებას მამაკაცების სუნამო Calvin Klein-ით ცდილობდნენ. ძუ ვეფხვი თავისი სიცოცხლის მანძილზე 13 ადამიანს დაესხა თავს. აქტივისტებს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება უნდოდათ, მაგრამ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა სიტუაციაში არ ჩარეულიყვნენ. 2 ნოემბერს შეიარაღებული პატრული გავიდა ვეფხვის კვალზე. რეინჯერებმა ის ჯერ დააძინეს, შემდეგ კი 10 მეტრის სიშორიდან იარაღით მოკლეს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში რუსული გამანადგურებელი МиГ-29 ჩამოვარდა
შემდეგი სტატიათალიბები მოსკოვში სამშვიდობო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას