“თალიბანის” ერთ-ერთმა მეთაურმა მულა მანსურის სიკვდილი დაადასტურა

13236060_1213396602027594_1089191620_n“თალიბანის” ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და მეთაურმა, ამერიკის ავიადარტყმების შედეგად მოძრაობის ხელმძღვანელის მულა აჰმატ მანსურის სიკვდილი დაადასტურა – Associated Press-ი წერს.
მულა მანსურის შესაძლო სიკვდილის შესახებ ცნობა ასევე დაუდასტურეს Reuters-ს ავღანეთის მთავრობაში, მათი თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ოფიციალური პირებისგან ფლობენ.
ამასთანავე, Reuters-ის წყარომ ტერორისტულ გაერთიანებაში, არ დაადასტურა მანსურის სიკვდილი. თავის მხრივ სააგენტო “სინხუამ” პაკისტანურ მედიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ამერიკულმა უპილოტომ “თალიბანის” ხელმძღვანელის მაგივრად ტაქსის მძღოლი და მისი მგზავრი მოკლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებმა თალიბანის ხელმძღავნელი ავიადარტყმების შედეგად გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: კალაძე არასწორად, კობახიძე კი წარმოუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების