ლევან ბერძენიშვილი: კალაძე არასწორად, კობახიძე კი წარმოუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ:

„ძალადობის ყველანაირი გამართლება არის დაუშვებელი. ის, რომ გუშინ კალაძე არასწორად ლაპარაკობდა და კობახიძე წარმოუდგენლად არასწორად ლაპარაკობდა, ჩემში არ იწვევს არანაირ ეჭვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მარტო ესენი არ არიან,პარტიაა და ალბათ გააკეთებს სათანადო განცხადებას. ეს იყო ხალხი, რომელიც ხალხის საცემად სპეციალურად ჩავიდა და ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა ეხემათ და რომელ საათზე. ამიტომ, ამ დანაშაულს სჭირდება გამოძიება და დასჯა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს
შემდეგი სტატია“თალიბანის” ერთ-ერთმა მეთაურმა მულა მანსურის სიკვდილი დაადასტურა