Tesla თავის ავტოსალონებს ხურავს

კომპანია Tesla თავის ავტოსალონებს დახურავს. კომპანიამ როგორც იქნა Model 3-ის ღირებულების კორექტირება მოახდინა და ის 35 ათასი დოლარი გახდა – ელონ მასკმა თქვა. ახლა კომპანიას მსოფლიოში 378 ავტოსალონი აქვს. მათი დახურვის შემდეგ გაყიდვები მხოლოდ ინტერნეტით მოხდება.
ამერიკაში Model 3-ის შეკვეთა და 35 ათასად ყიდვა უკვე შესაძლებელია. ევროპაში კი გაყიდვები დაახლოებით 3-6 თვეში დაიწყება.

მოდელი Model 3 დამუხტვის გარეშე 355 კილომეტრს გადის. მას 5,6 წამში 100 კმ/საათის მიღწევა შეუძლია, სიჩქარე 200 კმ/სთ აქვს. ავტომობილი 2016 წლის მოდელია.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ ჯექსონს ორმა მამაკაცმა სექსუალურ დანაშაულში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაიტალიის ვიცე-პრემიერი პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინადადებით გამოვიდა