იტალიის ვიცე-პრემიერი პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინადადებით გამოვიდა

იტალიამ ბორდელები ისევ უნდა გახსნას, რომელიც 1958 წელს დახურეს – ამის შესახებ იტალიის შს მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და ულტრამემარჯვენე “ლიგის” ლიდერმა მატეო სალვინიმ თქვა – ადგილობრივი მედია წერს.

“მე მომხრე ვიყავი და ისევ გამოვდივარ ბორდელების გახსნის წინადადებით” – თქვა მან. “ეს სამთავრობო კონტრაქტში არ შედის, იმიტომ რომ “5 ვარსკვლავი” ამას არ ეთანხმება, მაგრამ მე ვაგრძელებ ფიქრს, რომ მაფიისთვის ამ ბიზნესის წართმევა, ასევე, ჯანმრთელობის კუთხით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება, ავსტრიული მოდელი კი ყველაზე ეფექტურია” – დაამატა მატეო სალვინიმ.

banner
წინა სტატიაშიTesla თავის ავტოსალონებს ხურავს
შემდეგი სტატიაშსს-მ ქურდობისთვის თბილისში 2 პირი დააკავა