მაიკლ ჯექსონს ორმა მამაკაცმა სექსუალურ დანაშაულში დასდო ბრალი

ორმა მამაკაცმა “ბიბისისთან” ინტერვიუში თქვა, რომ ისინი “ასჯერ” მაინც იყვნენ მაიკლ ჯექსონის მხრიდან სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი. 36 წლის უეიდ რობსონმა თქვა, რომ მსოფლიოში ცნობილი მომღერალი მასზე 7-დან 14 წლამდე ასაკში ძალადობდა და აუპატიურებდა. მეორე მამაკაცმა, 40 წლის ჯეიმს სეიფჩაკმაც თქვა, რომ ჯექსონი მასზე ძალადობდა მაშინ, როცა ის 10-დან 14 წლამდე ასაკის იყო – იგივე ბრალდებებზე საუბრობენ ისინი დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 4 -მა და ამერიკულმა HBO მიმდინარე წლის იანვრის ბოლოდ გადაიღეს და რომელიც ფესტივალ Sundance-ზე აჩვენეს. ბრიტანეთში ფილმს მომავალ კვირას აჩვენებენ.
ჯექსონის ოჯახი ავრცელებს, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც ამ მტკიცებულებას ადასტურებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია: სადღეისო საპარლამენტო ,,ბრძოლა მამებსა და შვილებს შორის,, და მესამე ნაპირი
შემდეგი სტატიაTesla თავის ავტოსალონებს ხურავს