Tesla Motors-ის სახელით მომაკვდინებელი ნარკოტიკი ვრცელდება

Tesla Motors-ის სახელით მომაკვდინებელი ნარკოტიკი ვრცელდება

3 (1)Tesla Motors-ის ლოგოტიპით აშშ-ს მუსიკალურ ფესტივალებზე მომაკვდინებელი ნარკოტიკი გავრცელდა. საშიში ნარკოტიკის შესახებ პორტალმა The Loop საკუთარ “ტვიტერ” აკაუნტზე დაწერა.
პორტალის ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყეს იმის დასადგენად, თუ რამდენად ძლიერია ნარკოტიკი, რომელსაც Tesla აწერია. ის იმდენად ძლიერია, რომ საიტის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი ტექსტი კი განათავსეს თავიანთ გვერდზე:

“ფრთხილად! MDMA-ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა!”
სერვის The Drive-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტაბლეტი პრეპარატის ორმაგ დოზას შეიცავს – 240 მილიგრამს, რაც ლეტალური რისკის ალბათობას ზრდის. ნარკოტიკების ახალი “სუპერძლიერი” პარტია ამერიკულ ფესტივაელბზე გავრცელდა.
Tesla Motors-ს ჯერჯერობით ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მას, აღნიშნულთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან მუქარით და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ნატო-ს წევრობა არის პოლიტიკური და არა მექანიკური გადაწყვეტილება