“სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან მუქარით და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა

პაატა ბურჭულაძე “სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან მუქარით და სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. სოფელ უბისაში და სოფელ ბორითში ხარაგაული-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის და შტაბის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის ჩაშლა ერთი და იმავე პიროვნებამ სცადა.

კანდიდატმა გიგა გლუნჩაძემ, რამდენჯერმე გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა სამართალდამცავები ადგილზე თითქმის 1 საათიანი დაგვიანებით, მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოცხადდნენ.

მომხდართან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

„არ არის ნორმალური, როცა კანდიდატი დადის შეხვედრებზე და მას კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები დაყვებიან და მოსახლეობას აშინებენ, რომ არ გამოვიდნენ შეხვედრაზე და რომ არ ჰქონდეთ კომუნიკაცია ჩვენს კანდიდატთან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიThe Wall Street Journal: აშშ-მ ირანში 1,7 მილიარდი დოლარით დატვირთული თვითმფრინავები საიდუმლოდ გააგზავნა
შემდეგი სტატიაTesla Motors-ის სახელით მომაკვდინებელი ნარკოტიკი ვრცელდება