იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს წევრობა არის პოლიტიკური და არა მექანიკური გადაწყვეტილება

მე მესმის, რატომ უნდა საქართველოს, იყოს ალიანსის ნაწილი – მას სურს თავდაცვისუნარიანობოს ამაღლება და ნატო უჭერს მხარს საქართველოს ამ მისწრაფებებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივან,ა იენს სტოლტენბერგმა სასტუმრო „რუმსში“ გამართულ კონფერენციაზე – „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განახცადა.

„გაწევრიანების მიმართულებით საქართველოსთვის ჩვენი რჩევაა რეფორმების გაგრძელება. ნატო-ს ფუნდამენტური საფუძველია, რომ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება გადაწყვოტოს, რომელი ალიანსის წევრი იყოს“,-აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ისინი არიან საქართველოს ფარგლებში.

„ამიტომ, თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ნორმებს, საშუალება აქვს, გახდეს ნატო-ს წევრი. ნატო-ს წევრობა, საბოლოო ჯამში, არის პოლიტიკური და არა მექანიკური გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-ს წევრებმა უნდა მიიღონ“,-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიTesla Motors-ის სახელით მომაკვდინებელი ნარკოტიკი ვრცელდება
შემდეგი სტატიაჩინეთში ინკასატორებმა მანქანა გაიტაცეს, სადაც 5 მილიონი დოლარი იყო