ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი გაერთიანებული სამეფოს ატომური განიარაღების წინააღმდეგ გამოვიდა “რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რეალური საფრთხეების გამო”.
“ზოგიერთები თვლიან, რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ატომური შეიარაღებისგან. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე და არასწორი იქნებოდა ამ ნაბიჯიდან გადახვევა” – განაცხადა მეიმ.
“საფრთხეები, რომელიც არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, რეალური რჩება” – თქვა მეიმ. გამოსვლისას მეიმ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევაშიც დაადანაშაულა.