„კაზანტიპი“ დაიწვა

ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ პოპოვკაში ძლიერი ხანძარის შედეგად დაიწვა შენობა, რომელიც ეკუთვნოდა ფესტივალ „კაზანტიპის“ ინფრასრუქტურას – იუწყება გამოცემა Avdet. ცეცხლი მოეკიდა ხის შენობას,რომელიც პლაჟზე იყო განთავსებული. მცირერიცხოვანმა დამსვენებლებმა საჩქაროდ დატოვეს შემთხვევის ადგილი. როგორც გამოცემა წერს, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა სახანძრო სამსახურს, მაგრამ მიიღო პასუხი: „მერე რა მოხდა, იწვოდეს“.
ფესტივალის დამფუძნებელი ნიკიტა მარშუნოკი სოციალურ ქსელში წერს : სოფელ პოპოვკას ლეგენდარული პლაჟი ამ ხნის განმავლობაში გართობის მასშტაბური ღონისძიებების მომსწრე იყო, მაგრამ დღეს ის სირცხვილისგან დაიწვა, რადგან ნახა, რად აქციეს ის მახინჯმა და საშინელმა ადამიანებმა, რომლებიც მორალისტებად, პატრიოტებად და მომავალი თაობის აღმზრდელებად მიიჩნევენ თავს“.

https://youtu.be/XCZsRR1mVy8

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხეები რეალურია
შემდეგი სტატიაგერმანიაში თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა