მერკელმა ერდოღანს ზომიერებისკენ მოუწოდა

მერკელმა ერდოღანს ზომიერებისკენ მოუწოდა

8ანკარამ, სახელმწიფო გადატრიალებაზე რეაგირებისას, ძირითადი კანონები უნდა დაიცვას – ამის შესახებ დღეს 18 ივლისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტს, პუტჩის შემდეგ პირველ სატელეფონო დიალოგში უთხრა. გერმანიის კანცლერის თქმით, თურქეთში მიმდინარე დაკავებების და განთავისუფლებების მასობრივი ტალღა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
გარდა ამისა, მერკელმა ერდოღანს უთხრა, რომ ევროკავშირი, კერძოდ, კი გერმანია თურქეთში სიკვდილით დასჯის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია. მერკელმა თურქეთის პრეზიდენტს ასევე შეახსენა, რომ მას ხელი აქვს მოწერილი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-13 დამატებაზე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს სიკვდილით დასჯაზე სამუდამოდ თქვას უარი.

მერკელმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულების გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის სემდეგ 7500 მოქალაქე დაკავებულია, 9 ათასი კი სამსახურებიდან განთავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: თურქეთმა საერთაშორისო წესებს პატივი უნდა სცეს
შემდეგი სტატიატერეზა მეი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხეები რეალურია