ტანზანიაში ბორნის გადატრიალების შედეგად 136 ადამიანი დაიღუპა 

ტანზანიაში, ტბა ვიქტორიაში ბორნის გადატრიალების შედეგად 136 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ  ინფორმაციას  Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.
ამ დროის მონაცემებით, მაშველებმა 37 ადამიანი გადაარჩინეს,თუმცა ბორანზე მყოფი ადამიანების რაოდენობა ცნობილი არ არის.

Reuters-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ტრანსპორტზე 300 ადამიანი იმყოფებოდა,  განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს CNN,რომელიც წერს,რომ ბორანს 400-დან 500-მდე მგზავრი გადაყავდა. კატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სამიტზე ანგელა მერკელმა ტერეზა მეის ხელი არ ჩამოართვა
შემდეგი სტატიააშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო სანქციები შემოიღო