ევროკავშირის სამიტზე ანგელა მერკელმა ტერეზა მეის ხელი არ ჩამოართვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 20:21

ევროკავშირის სამიტზე ანგელა მერკელმა ტერეზა მეის ხელი არ ჩამოართვა

მნიშვნელოვანი

  • BBC-ს პოლიტიკური რედაქტორის, ნიკ უოტის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ ბრიტანეთმა უნდა „განიცადოს“ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება.

სხვა სტატიები

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ევროკავშირის სამიტზე ანგელა მერკელმა ტერეზა მეის ხელი არ ჩამოართვა. Daily Express-ის ინფორმაციით, როდესაც გერმანიის კანცლერი პოლიტიკოსების ჯგუფს შეუერთდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მას გაუღიმა და მიუახლოვდა, თუმცა მერკელმა მეის მოქმედება არ შეიმჩნია და ლიტვის პრეზიდენტს მიესალმა.

BBC-ს პოლიტიკური რედაქტორის, ნიკ უოტის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ ბრიტანეთმა უნდა „განიცადოს“ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება. უოტი ამბობს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შეთანხმების გაფორმება სურთ, მაგრამ ბრიტანეთისთვის ხელსაყრელი ყველა პირობისთვის საფასურის გადასახდელად მზად არ არიან.

ნიკ უოტი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე ბრიტანეთი ზოგიერთ დათმობაზე უნდა წავიდეს.

გეგმის თანახმად ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 20:21

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics