აშშ-მ ჩინეთის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო სანქციები შემოიღო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის თავდაცვის დეპარტამენტის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო იმის გამო, რომ მათ რუსეთისგან გამანადგურებელი Су-35 და ზენიტურ-სარაკეტო კომპლექსი С-400 იყიდეს.

ახალი სანქციები ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს შეიარაღების დეპარტამენტს და მის ხელმძღვანელს ლი შანფს შეეხოთ  –  აღსანიშნავია,რომ ეს პირველი სანქციებია, რომელიც აშშ-მ რუსეთთან თანამშრომლობისთვის შემოიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ აშშ-ს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი “შედეგს იგრძნობს”.

banner
წინა სტატიაშიტანზანიაში ბორნის გადატრიალების შედეგად 136 ადამიანი დაიღუპა 
შემდეგი სტატიაევროკავშირი ტერეზა მეის “ბრექსიტის” გეგმას არ დაეთანხმა