ტაილანდში ერთმანეთის მიყოლებით 4 აფეთქება მოხდა

ტაილანდში წუხანდელი ღამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით 4 აფეთქება მოხდა. ბოლოს 2 ბომბი საზღვაო კურორტზე, ბანგკოკის სამხრეთით რამდენიმე საათის წინ გააქტიურდა. გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტებიც.

სავარაუდოდ ყველა აფეთქება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას მათ უკან, თუმცა პოლიცია ვარაუდობს რომ ისინი ადგილობრივი სეპარატისტული დაჯგუფების მოწყობილია.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსული ავიაცია სირიის პოზიციებზე იერიშებს ახორციელებს