რუსული ავიაცია სირიის პოზიციებზე იერიშებს ახორციელებს

რუსული ავიაცია სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე იერიშებს ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. ამჯერად დარტყმები ქალაქ რაქაზე განხორციელდა.

პარალელურად ვაშინგტონი კომენტარს აკეთებს რუსეთისა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება ამ ფაქტს, თუ კი ეს თანამშრომლობა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ იქნება მიმართული.

banner
წინა სტატიაშიტაილანდში ერთმანეთის მიყოლებით 4 აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიადღეს დიდგორობა აღინიშნება