თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ თავდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრი პირისპირ ესაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც. როგორც შეხვედრაზე ითქვა ქართული მხარე ისევ გეგმავს ევროკავშირის ეგიდით, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულის დონის ქვედანაყოფის გაგზავნას. ქართველი სამხედროები აფრიკის კონტინენტზე ფრანგულ კონტინგენტთან ერთად შეასრულებენ მისიას.

banner
წინა სტატიაშიასლან აბაშიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატაილანდში ერთმანეთის მიყოლებით 4 აფეთქება მოხდა