ტაილანდის მეფე გარდაიცვალა

12ტაილანდის მეფე პხუმიპონ ადულიადეტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უკანასკნელი წლების მანძილზე მეფე ხალხთან იშვიათად ჩნდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2014 წლის შემოდგომით მას ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს, 2016 წელს კი გულის ოპერაცია გაუკეთდა.
პხუმიპონ ადულიადეტი ტახტს 1946 წლიდან განაგებდა.

მიუხედავად იმსია, რომ ტაილანდში მეფეს, ფაქტობრივად არანაირი ძალაუფლება არა აქვს, მას ქვეყანაში ძალიან დიდი პატივს სცემენ. ადგილობრივებისათვის მონარქი სტაბილურობის სიმბოლოა. ნებისმიერი შეურაცხყოფა, რომელიც მეფის მისამართით იქნება წარმოთქმული, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე: ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ რჩება და მან დროებითი პაუზა აიღო
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი კომისიის სხდომა გიორგი ახვლედიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა