უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გიორგი ახვლედიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა

უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომა გიორგი ახვლედიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა.”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი განმარტავს, რომ ამის მიზეზი სხდომის დღისწესრიგი გახდა, სადაც ახვლედიანის განმარტებით, “დემოკრატიული მოძრაობის” მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბარი არ იყო გათვალისწინებული.
“მე პროტესტის ნიშნად დავტოვე ის გაუგებრობა, რომელსაც უწყებათაშორისი კომისია ჰქვია, რადგან ძირითადად აქ ადამიანები გამარჯვების მისალოცად არიან შეკრებილები. განიხილავენ საკითხებს და ამ საკითხებში არავინ შეიტანა “დემოკრატიული მოძრაობის” მიერ დღეს დილით გადმოგზავნილი დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია. შემდეგ გამომიცხადეს, რომ ძალიან ეჩქარება ცესკო-ს წარმომადგენელს და უნდა გაიქცეს სხდომიდან, მაშინ როდესაც ჩვენს პარტიას კითხვა პირდაპირ აქვს ცესკო-ს წარმომადგენელთან, იმ საჩივრების და გადაკეთებული გადმოკეთებული ოქმების საფუძველზე. 3702 უბნიდან ერთი უბანი მაინც გახსნან და დაგვიმტკიცონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ამ ყველაფრის პასუხად გვეუბნებიან, რომ ვიღაც კომისიის წევრებს დააჯარიმებენ.ვის აკმაყოფილებს დაჯარიმება?გახნსან ერთი უბანი მაინც.”-განაცხადა გიორგი ახვლედინმა.

banner
წინა სტატიაშიტაილანდის მეფე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათურქული ლირა ისტრიულ მინიმუმამდე დაეცა