თამარ კეკენაძე: ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ რჩება და მან დროებითი პაუზა აიღო

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივნის, თამარ კეკენაძის განცხადებით, ირაკლი ალასანია პარტიის თავმჯდომარედ რჩება და მან დროებითი პაუზა აიღო.

მისი თქმით, ალასანია აქტიურად არის ჩართული პარტიის რეორგანიზაციის საკითხებში .

“ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო, რათა ბოლომდე გავიაზროთ, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რის გამოც ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბარიერის გადალახვა და ირაკლი ალასანია ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება” – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ხუციშვილი: ყველა ქვეყანაში, სადაც პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოიყენება სპეცრაზმი
შემდეგი სტატიატაილანდის მეფე გარდაიცვალა