სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 90 11 15; 599 72 84 74

ძლიერ ქართან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება, მერიაში საგანგებო შტაბის სხდომაზე განიხეილეს

სტიქიამ ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, 4 დევნილთა საერთო საცხოვრებველი და 4 საჯარო სკოლა დააზიანა. ძლიერმა ქარმა განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიამ ასევე, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას, ყველა პრობლემურ ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ.

აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი. სტიქიამ მოგლიჯა, მრავალწლოვანი ხეები და გარეგანათების ბოძები. მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.

ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს.

საგანგებო შტაბის სხდომას მერის მოავალეობის შემსრულებელი, ვიცე-მერი, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლები დაესწრნენ.

📞 სტიქიასთან დაკავშირებით მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 90 11 15; 599 72 84 74

 

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა ოპოზიციის აქციას უერთდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება