თენგიზ გუნავა ოპოზიციის აქციას უერთდება

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

“ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის განვითარების გზაზე, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. უპრეცედენტო მობილიზება საჯარო მოსამსახურეების, “კანონიერი ქურდების” და ძველი ბიჭების გამოყენება, სუსი, პოლიციის აქტიური ჩარევით, ხალხის დაშინებითა და მოსყიდვით მიაღწეს იმ შედეგს რაც სამწუხაროდ გამოქვეყნდა, შედარებისთვის კარგად გამოჩნდა ქვეყნის გარეთ მათ შორის ავღანეთში ჩვენი სამხედროების ბაზებზე სადაც თავისუფალი იყო ამომრჩევლის ნება, ზურაბიშვილი პირწმინდად დამარცხდა. პირადად მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ვაპირებ კვირას 2 დეკემბერს მივიდე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე და სოლიდარობა გამოუცხადო ჩემს თანამოქალაქეებს რომლებიც აპროტესტებენ ზემოთ ჩამოთვლილ უსამართლობას, ითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას, შემდგომში ვადამდელი არჩევნების დანიშნვას”-აცხადებს თენგიზ გუნავა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 90 11 15; 599 72 84 74