მესტიაში, სოფელ ნაკრასთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მასში სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამივე სკოლის მოსწავლეა.
ამ დრომდე მათი პოვნა მდინარე ენგურში ვერ ხერხდება, ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან სამაშველო ბრიგადები და ადგილობრივები.