გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში იმყოფება, სადაც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გიორგი გახარია ცოტა ხანში სტიქიით დაზარალებულ დევნილებს მოინახულებს, რომელთა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.

ბოლო მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი.

სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.

banner
წინა სტატიაშისტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 90 11 15; 599 72 84 74
შემდეგი სტატია,,დღევანდელი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია – ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის, დაგვცინიან”