მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს, ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ- კალაძე

მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს, ეს არის ქართული კანონი, რომელიც აუცილებლად იქნება მიღებული.

„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართული ლეგიონი იმისთვის არ ვებრძვით უკრაინაში რუსეთს, რომ ამასობაში ჩვენი საქართველო გარუსდეს -უკრაინაში მებრძოლი ქართველები
შემდეგი სტატიაკვარაცხელია: არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს!