უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა ქუჩაში მდგარი მომიტინგეების წინააღმდეგ. ამის შესახებ ქართული ლეგიონი საგანგებო განცხადებაში წერს.
უკრაინაში მებრძოლი ქართველები პირდაპირ წერენ, რომ უკრაინაში რუსეთს იმისთვის არ ებრძვიან, რომ ამასობაში საქართველო გარუსდეს.
“რთული ლეგიონის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როდესაც კიევში, მაიდანზე შეკრებილი ახალგაზრდების სასტიკი დარბევა ვიხილეთ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქუჩებში საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.
ქართული ლეგიონი იმისთვის არ ვებრძვით უკრაინაში რუსეთს, რომ ამასობაში ჩვენი საქართველო გარუსდეს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ქართული საზოგადოების ნაწილი”, – აღნიშნულია „ქართული ლეგიონის” განცხადებაში.