სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“ ევროპის ჩემპიონი გახდა

2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2 კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.
ევროპის რალი ტროფიზე მონაწილეობას იღებდნენ იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, სერბეთის, ფინეთის, ბალტიისპირეთის, გერმანიის, დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, ავსტრიის, პორტუგალიისა და ესპანეთის უძლიერესი სპორტსმენები.
ევროპის რალი ტროფის შესაჩევი ეტაპი 7 ზონად იყო დაყოფილი, კლასების მიხედვით შვიდივე ზონაში გამარჯვებულმა პირველმა ხუთეული პორტუგალიაში, ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ფინალური რბოლა პორტუგალიის ურთულეს ტრასაზე გაიმართა, რომელიც რალი კაზინოს დო ალგარვეს სახელითააა ცნობილი და მისი სიგრძე 156 კილომეტრს შეადგენს. შეჯიბრზე, 4 სხვადასხვა კლასში 37 სპორტული ავტომობილი მონაწილეობდა.
30 ნოემბერს ჩემპონატის გამარჯვებულები თასს თბილისში ჩამოიტანენ.
დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილმა საქართველოს დავა 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მოუგო
შემდეგი სტატიაეკა ბესელია სალომე სამადაშვილს – სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს საქართველოში ჩატაევი, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას