მერაბიშვილმა საქართველოს დავა 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მოუგო

ადამიანის უფლებათა სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

მერაბიშვილმა საქართველოს დავა 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ მოუგო. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-18 მუხლი დაირღვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის მიმართ მიმდინარე გამოძიებების დროს უკანონო იყო და “აღკვეთის ეს ღონისძიება გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ იას სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, არამედ პროკურატურამ პატიმრობა გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან”.

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს – 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიქუმსიშვილი: აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას
შემდეგი სტატიასპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“ ევროპის ჩემპიონი გახდა