ემოციები ვერ შეიკავა და ღიად დაადანაშაულა დასავლეთი ქართველების საზარბაზნე ხორცად გადაქცევაში – თინა კანდელაკი ივანიშვილზე

პუტინის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლური განცხადების გაკეთების გამო აქებს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. ის ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, რომ თითქოს ქართველები “ომში ჩაითრიეს”.

კანდელაკის ნარატივი ემთხვევა “ქართული ოცნების” ნარატივს, რომელსაც აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ ავრცელებენ.

“2008 წელი – ომი, მყისიერი დამარცხება, ლტოლვილები, ტერიტორიის დაკარგვა. ისევ ძალაუფლების შეცვლა. აქ ღირდა “გაჩერდის” თქმა და ამ გიჟური კარუსელიდან გადმოდი, მაგრამ მარიონეტების მიერ გაშვებულმა კარუსელმა კვლავ დაიწყო ტრიალი.

მაგრამ ახლა ყველაზე ჩუმებიც კი ამაზე საუბრობენ. მილიარდერმა და საქართველოში არსებული ხელისუფლების სისტემის შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დუმდა, ემოციები ვერ შეიკავა და ღიად დაადანაშაულა დასავლეთი ქართველების საზარბაზნე ხორცად გადაქცევაში. მისთვის, უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ადამიანისთვის, ეს უფსკრულის მიღმა გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეს ასევე იმის ნიშანია, რომ სასწორზე დგას საქართველოს მომავალი და მისი ხალხის ღირებულებები – ოჯახი, რწმენა, ცხოვრების წესი.

საქართველო ქრისტიანობის ციხესიმაგრეა. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა დაფუძნებულია ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებ ქრისტიანულ ღირებულებებზე. ისინი ყოველთვის ამარცხებდნენ გარედან ხელოვნურად დაწესებულ ნებისმიერ ღირებულებას. და ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ დავრჩებით ისეთები, როგორებიც ვართ – ერი და არა წერტილი ევროკავშირის სანადირო მოედნების რუკაზე,” – წერს თინა კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშივგმობ ძალადობასა და რეპრესიებს დემონსტრანტების მიმართ – ლაბიბი
შემდეგი სტატიამოვუწოდებ საერთაშორისო აქტორებს, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედული – პაპუაშვილი