ვგმობ ძალადობასა და რეპრესიებს დემონსტრანტების მიმართ. მათ სურთ ევროპული მომავალი,” – ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, აჯა ლაბიბი სოციალურ ქსელში წერს.
“ქართველები მშვიდობიანად აპროტესტებენ უცხოური გავლენის შესახებ კანონს. კანონს, რომელიც იწვევს შეშფოთებას ევროპული ღირებულებების მიმართ რეგრესის გამო. ვგმობ ძალადობასა და რეპრესიებს დემონსტრანტების მიმართ. მათ სურთ ევროპული მომავალი. მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი,” – ამბობს მინისტრი.