Spiegel-ის ყდაზე გამოტანილმა ტრამპმა, რომელსაც თავისუფლების ქანდაკების თავი უჭირავს, სკანდალი გამოიწვია

გავლენიანი გერმანული ყოველკვირეულის Spiegel-ის ყდამ კრიტიკის ტალღა გამოიწვია. მასზე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია აღბეჭდილი, რომელსაც თავისუფლების ქანდაკების თავი უჭირავს, საიდანაც სისხლი წვეთავს. ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ყდას უგემოვნო უწოდა, რამდენიმე გერმანულმა გაზეთმა კი გამოცემა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. მხატვარმა ედელ როდრიგესმა განაცხადა, რომ ნახატზე “თავმოჭრილი დემოკრატიაა” აღბეჭდილი.

აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა ამერიკის ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ გაუარესდა, რომელმაც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პოლიტიკა გააკრიტიკა და მას “კატასტროფული შეცდომა” უწოდა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიშაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატიალონდონში ტრამპისადმი “განსაკუთრებული ურთიერთობების” წინააღმდეგ აქცია გაიმართა