ლონდონში, საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისგან მოითხოვენ გაემიჯნოს აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან “განსაკუთრებულ ურთიერთობებს”. აქციის მონაწილეები მეის მოუწოდებენ ტრამპის ლონდონში მოწვევა გააუქმოს და დაგმეს ტრამპის პოლიტიკა, მუსლიმები არ შეუშვას აშშ-ში. მარშის ორგანიზატორი კოალიცია “შეაჩერე ომი” და საზოგადოებრივი მოძრაობა “რასიზმს არა უთხარი” იყო.
პეტიციამ მოწოდებით, ბრიტანეთმა გააუქმოს ტრამპის მოწვევა, თითქმის ორი მილიონი ხელმოწერა დააგროვა.