სოროსის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტს უნგრეთიდან ასახლებენ

უნგრეთის ცენტრალურ-ევროპულმა უნივერსიტეტმა, რომელიც მილიარდელ ჯორჯ სოროსის მხარდაჭერით არის დაარსებული, ორშაბათს გაავრცელა, რომ დაწესებულებას აიძულებენ ქვეყანა დატოვოს. “ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს ქვეყნიდან აძევებენ”- ორშაბათს უნივერსიტეტის რექტორმა მაიკლ იგნატევმა განაცხადა და სიტუაციას “დაუსაბუთებელი გასახლება” უწოდა. უნივერსიტეტი 1991 წელს არის დაარსებული და მას აკრედიტაცია ნიუ-იორკში აქვს მიღებული. მას შემდეგ, რაც უნგრეთში უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობის შესახებ კანონმდებლობა შეცვალეს, დაწესებულების ბედი ბეწვზე ეკიდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის კრიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ კანონი მიზანმიმართულად სოროსის მიერ დაარსებული უნივესრიტეტისთვის მიიღეს. უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში კამპუსს შეინარჩუნებს, მაგრამ აშშ-ში აკრედიტებული პროგრამებს ვენაში გადაიტანს – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ ჯორჯ ბუშს ეთხოვება
შემდეგი სტატიაბრიტანეთის დაზვერვა რუსეთს აფრთხილებს