ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთს აფრთხილებს

რუსეთი ვერ აფასებს დასავლეთის ქვეყნებს – ორშაბათს, 3 დეკემბერს ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს იანგერმა თქვა – Reuters- ავრცელებს. მისი თქმით, მოსკოვის პოზიციაა დასავლეთთან “მუდმივი კონფრონტაცია” . “მაშინაც კი, როცა რუსეთი ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობს, ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია” – ხაზი გაუსვა იანგერმა. მისი თქმით, რუსეთმა ბრიტანეთში ქიმიური იარაღი გამოიყენა და სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლა. “მინდა რუსეთის მხარემ გაიაზროს, რომ, როგორი მოგებაც არ უნდა ჰქონდეთ ამ ქმედებისგან, ეს ამ რისკად არ ღირს” – ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა.

banner
წინა სტატიაშისოროსის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტს უნგრეთიდან ასახლებენ
შემდეგი სტატიაშავი ზღვის უსაფრთხოება და ოკუპირებული რეგიონები – ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრა შედგება